3 მილიონის ღირებულების მიწების მიტაცებისთვის 1 პირი დააკავეს

3 მილიონის ღირებულების მიწების მიტაცებისთვის 1 პირი დააკავესფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტებით, მოტყუებით დაირეგისტრირა მცხეთაში 6 მიწის ნაკვეთი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად თითქოსდა ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 28.800 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2.919.977 ლარს”, – წერია უწყების განცხადებაში.
მიწის ნაკვეთები უკვე დაყადაღებულია.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.