3 რუსი ჟურნალისტის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია, კრემლის პროპაგანდა კი კვლავ დაუღალავად მუშაობს

3 რუსი ჟურნალისტის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია, კრემლის პროპაგანდა კი კვლავ დაუღალავად მუშაობს3 წლის წინ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ( ცარ) რუსეთის სამი მოქალაქე- ჟურნალისტი ორხან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდ რასტორგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო მოკლეს. ამ ქვეყანაში ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ საქმიანობის შესასწავლად ჩავიდნენ, რომელიც აფრიკის კონტინენტზე უკვე წლებია ოპერირებს. თუმცა, ჟურნალისტებმა გადაღებების დაწყებაც კი ვერ მოასწრეს. „ვაგნერი“ კერძო სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის არსებობას რუსეთის ხელისუფლება არ კი აღიარებს, თუმცა ამ კომპანიის მიერ დაქირავებული მებრძოლები მოქმედებენ სირიაში, უკრაინაში, აფრიკის კონტინენტზე. ამასთანავე, „ვაგნერის“ დამფუძნებლად, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, მის „მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი ითვლება. ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტზე ორი გამოძიება დაიწყო-ერთი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მეორე კი რუსეთში. რუსი გამომძიებლები ცარ-ში 3 დღით ჩავიდნენ და მკვლელობის გამოძიებას შეეცადნენ. ამ გამოძიების შედეგები ცნობილი არ არის. ოფიციალური ვერსია კვლავ იგივეა-„გაძარცვის მიზნით, არაბულად მოსაუბრე ბანდიტების მიერ ჩადენილი მკვლელობა.“ ცარ-ის სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიების ოფიციალური შედეგები ასევე უცნობია, თუმცა მათ საქმის ძიება შეწყვიტეს.

3 რუსი ჟურნალისტის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია, კრემლის პროპაგანდა კი კვლავ დაუღალავად მუშაობსამ ორი ქვეყნის სამართალდამცველებისგან განსხვავებით, ხმაურიანი შედეგი უმოკლეს დროში დადო „ევგენი პრიგოჟინთან ასოცირებულმა რუსულმა სააგენტო РИА „ФАН“. რედაქციამ აფრიკაში მთელი გუნდი გაგზავნა, რომელშიც კერძო დეტექტივებიც კი შედიოდნენ. მათ უმოკლეს დროში დაასკვნეს, რომ ამ დანაშაულთან „ვაგნერს“ ნამდვილად არანაირი კავშირი არა აქვს, ხოლო სამმაგი მკვლელობა უტყუარად ბანდიტების მიერ არის ჩადენილი. ამ ვერსიის დასამტკიცებლად კრემლმა მთელი პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა, მასშტაბური დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვნეს.
3 რუსი ჟურნალისტის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია, კრემლის პროპაგანდა კი კვლავ დაუღალავად მუშაობსმეორეს მხრივ, როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიის მიერ ჩატარებული კვლევის მიერ დადგინდა, ჟურნალისტების ცარ-ში გამგზავრების ორგანიზებაში საკვანძო და დამღუპველი როლი სწორედაც რომ РИА „ФАН“-ის კორესპოდენტმა კირილ რომანოვსკიმ ითამაშა. მან მისცა ორხან ჯემალის ჯგუფს თავისი ძველი ნაცნობის, ვინმე „მარტინის“ კონტაქტი, რომელსაც თითქოს და გაეროს- სტრუქტურებთან ჰქონდა კავშირი და ადგილობრივ სპეციფიკას იცნობდა. რომანოვსკი ირწმუნებოდა, რომ მასთან კავშირი მხოლოდ სმს-შეტყობინებების მეშვეობით შეიძლებოდა. „მარტინი“ ჯგუფს ცარ-ის აეროპორტში უნდა დაჰხვედროდა და ჟურნალისტების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყო, კონტაქტების მოძიებაში უნდა დახმარებოდა. თუმცა, აეროპორტში არ დახვდა და მასთან შესახვედრად ჟურნალისტების ჯგუფი აეროპორტიდან იმ ქალაქისკენ გაემგზავრა, სადაც „მარტინი“ ვითომ და ელოდებოდათ. გზად, მათ მანქანას უცნობი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად მოკლეს ყველა, მძღოლის, ბენვენიუ დუოვოკამას გარდა. როგორც შემდგომ გაირკვა, მძღოლი „მარტინის“ მიერ იყო შერჩეული და ის ცოცხალი გადარჩა. მომხდარის შემდეგ, „მარტინი“ უკვალოდ გაქრა და არც საქმის მასალებში ფიგურირებს. მისი ნამდვილი ვინაობა დადგენილი არ არის.
3 რუსი ჟურნალისტის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია, კრემლის პროპაგანდა კი კვლავ დაუღალავად მუშაობსამავე დროს, საკუთარი ანგარიში გამოაქვეყნა ცენტრმა „დოსიემ“, სადაც ნათქვამია, რომ რუსების მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი და პროფესიონალურად შესრულებული იყო, ხოლო მტკიცებულებების გამოძიება არ მოხდა და სიმართლე მიიჩქმალა. „დოსიე“ და მოკლულების ოჯახები თვლიან, რომ ძარცვის მიზნით ჩადენილი მკვლელობის ვერსია, თავიდანვე მოფიქრებული იყო პრიგოჟინის კომპანიის თანამშრომლების მიერ.
„დოსიე“-ს თანახმად, ორხან ჯემალის, კირილ რადჩენკოს და ალექსანდრ რასტორგუევის მიმართ თვალთვალი აეროპორტიდანვე დაიწყო. თვალთვალს ადგილობრივი ჟანდარმერიის თანამშრომლები აწარმოებდნენ. მათი სატელეფონო საუბრების „ბილინგი“ ცხადყოფს, რომ ჟურნალისტების მძღოლთან ბიენვენიუ დუოვოკამასთან ჟანდარმი ემანუელ კოტოფიო მუდმივ კონტაქტში იყო. გადამღები ჯგუფის ჩასვლის დღეს ეს ორი ერთმანეთს 36-ჯერ ესაუბრა, ხოლო მკვლელობის დღეს 12-ჯერ. თვითონ კოტოფიო, მკვლელობის მომენტში ან უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ადგილას, ან მის სიახლოვეს იმყოფებოდა. ასევე, ირკვევა, რომ იმ დღეებში კოტოფიოს მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდა „ვაგნერის“ ინსტრუქტორ ალექსანდრ სოტოვთან. თავის მხრივ სოტოვი კი, კონტაქტზე იყო „ვაგნერის“ ინსტრუქტორების უფროსთან ვალერი ზახაროვთან. ზახაროვი პარალელურად ცარ-ის პრეზიდენტის მრჩეველიც არის. როგორც მოკლული ჟურნალისტების ოჯახის წევრები აცხადებენ, დანაშაულის ადგილიდან ის ნივთებია გამქრალი, რომლებიც შესაძლოა მტკიცებულებებად ყოფილიყო გამოყენებული. ესენია მობილური ტელეფონები, კამერა და მანქანის ვიდეორეგისტრატორი. საინტერესოა, რომ ის ტანსაცმელი, რომელიც ჟურნალისტებს ეცვათ და რომელიც შესაძლოა მტკიცებულებების ძვირფასი წყარო გამხდარიყო, ცარ-ის ხელისუფლებამ დაწვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დღემდე არც რუსეთის ფედერაციის და არც ცარ-ის ხელისუფლებები არ აღიარებენ იმას, რომ სასტიკ მკვლელობასთან რაიმე კავშირი აქვს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, რომლის მესვეურებს უბრალოდ არ უნდოდათ ამ ჯგუფს ჟურნალისტური გამოძიება ჩაეტარებინა. მიზეზი კი ის დანაშაულებებია, ის უკანონობა, რომელსაც სინამდვილეში პრიგოჟინის „ვაგნერი“ უკვე წლებია სჩადის. ამის შესახებ, უკვე არა მხოლოდ ჟურნალისტები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, არამედ გაეროც ხმამაღლა ალაპარაკდა.
ახლახან გამოქვეყნდა გაეროს ანგარიში, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში არაფორმალურ სამხედრო დანაყოფების მოქმედებას ეხება. მასში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ძარცვავენ და კლავენ. გაეროს წყაროების მიხედვით, ამ ქვეყანაში 2200-მდე რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მართალია, კრემლი ამბობს, რომ ისინი მხოლოდ ინსტრუქტორების სტატუსით არიან ჩასულები, მაგრამ გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ისინი ხელისუფლების მხარეზე იბრძვიან, ჯგუფურ გაუპატიურებებს ჩადიან, კლავენ და იპარავენ. გამოძიებაში, რომელიც გაეროს სამუშაო ჯგუფმა თვითმხილველებზე და სხვა და სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩაატარა, 100-ზე მეტი ის დანაშაულებრივი ფაქტია მოყვანილი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან აპრილის ჩათვლით არის მომხდარი. დასახელებულია სასამართლოს გარეშე ჩატარებული სიკვდილით დასჯა, 5 გაუპატიურება, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის 27 ფაქტი. მაგალითად, როდესაც 2020 წლის დეკემბერში ცარ-ის არმიამ დაქირავებული რუსების დახმარებით აჯანყებულებს ქალაქი ბამბარი დაატოვებინა, რუსები მეჩეთში შევარდნენ, სადაც როგორც ბოევიკები, ისევე ქალები და ბავშვები იმალებოდნენ. თვითმხილველების მტკიცებით, რუსები ესროდნენ ყველას განურჩევლად, შემდეგ კი სასამართლოს გამართვის გარეშე, ადგილზევე სამი ახალგაზრდა დახვრიტეს. ამას გარდა, ის ადამიანები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა დააკავეს, დაუდგენელ ვითარებაში გაქრნენ.
ფაქტია, როგორც ყოველთვის, კრემლი თავის, თუნდაც არაფორმალურ სამხედროებს თუ სპეცსამსახურებს იყენებს ყველგან, სადაც რაიმე ინტერესი გააჩნია. მათ მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებებს კი ყველაზე სისხლიანი მეთოდების მეშვეობით მალავს.
ლევან ცუცქირიძე