“ამბობენ, რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა” – ბორჯომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მივიდა და გარდაიცვალა

"ამბობენ, რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა" - ბორჯომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მივიდა და გარდაიცვალაბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში, დღეს, 6 აგვისტოს,  გამთენიისას  დაჭრილი მოქალაქე შევიდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, სამედიცინო ცენტრში უკვე დაზიანებებით შევიდა.

სავარაუდოდ, დაზიანებები მას ყელის არეში ჰქონდა.

„არაფერი არ ვიცით, რა მოხდა, მარტო იყო თუ არა, ან რატომ მივიდა და რა მდგომარეობაში საავადმყოფოში“

„ამბობენ, რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, შეიძლება არ შეესაბამება სიმართლეს, არ ვიცით“ – ამბობენ სამედიცინო ცენტრის ეზოში შეკრებილები.

ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

40 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ბორჯომი ტვ