აშშ-ში კოვიდ 19-ის გავრცელება 35%-ით გაიზარდა

აშშ-ში კოვიდ 19-ის გავრცელება 35%-ით გაიზარდაათასობით ინფიცირებული და გადავსებული კლინიკები შტატებში – დელტა შტამი ამერიკას უტევს. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით შტატებში ვირუსის გავრცელება 35%-ითაა გაზრდილი. ინფიცირებულთა დღიური რიცხვი 100 ათას სცდება.

– დელტა ვარიანტის დიდი ზრდით იქ არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ უფრო ეფექტურები რომ ვყოფილიყავით ყველას დარწმუნებაში გაეკეთებინათ აცრა. ახლა ჩვენ საშინელ საფასურს ვიხდით, – ამბობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.
ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება ფლორიდის შტატშია, სადაც ბოლო 8 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

CDC რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტს  პენტაგონმა თხოვნით მიმართა, რათა ჯარისკავებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს.

ბოლო ინფორმაციით, აშშ-ში  36 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიციებული, გარდაცვლილია 600 ათასზე მეტი. სრულად ვაქცინირებულია 166 მილიონზე მეტი ადამიანი.

ტვ პირველი