“აცრიდან რამდენიმე წუთში 57 წლის კაცი ცუდად გახდა… ახლოსაც კი არ იყო ექიმი” – მიშა კაჭკაჭიშვილი

"აცრიდან რამდენიმე წუთში 57 წლის კაცი ცუდად გახდა... ახლოსაც კი არ იყო ექიმი" - მიშა კაჭკაჭიშვილიმიშა კაჭკაჭიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“მოკლედ ქაოსია…
და ეს მხოლოდ ჯანდაცვის და იმ ორი რეგვენის, გამყრელიძე-იმნაძის დამსახურებაა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ აცრის პუნქტში, სადაც დღეს დედაჩემი აიცრა და ჩემი შვილიც 3 საათზე უნდა აიცრას, 57 წლის კაცი, აცრიდან რამდენიმე წუთში გახდა ცუდად… ახლოსაც კი არ იყო ექიმი, არც ექთანი.
მხოლოდ იქ მყოფი აცრის რიგში მყოფი ადამიანები ცდილობდნე მის გადარჩენას…
პანიკის და ყვირილის შემდეგ ვიღაც ერთი მობაჯბადა, ტაატით. ბოლოს საკაცით გაიყვანეს…
სამწუხაროდ არ ვიცი იმ მამაკაცის ბედი…
ეს მდგომარეობაც ხალხის ბრალია ?!!!”