ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა _ თალიბანმა ბაგრამის ავიაბაზა დაიკავა

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა _ თალიბანმა ბაგრამის ავიაბაზა დაიკავაავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტი ტაჯიკეთისკენ გაფრინდა.

„თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ.

„თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ქალაქი დატოვოს.

„თალიბანმა“ დღეს გამოაცხადა, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს.

თალიბების განცხადებით, ქვეყნის დედაქალაქში საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.

დაჯგუფებამ დაიკავა ქვეყნის ყველაზე დიდი, ბაგრამის ავიაბაზა.

მათ გაათავისუფლეს ადგილობრივ ციხეებში მყოფი პატიმრებიც.

იპნ