ბელარუსული არასამთავრობოს უფროსი ვიტალი შიშოვი კიევის პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ბელარუსული არასამთავრობოს უფროსი ვიტალი შიშოვი კიევის პარკში ჩამომხრჩვალი იპოვესბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციის “უკრაინაში ბელარუსული სახლის“ ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი, რომელიც 2 აგვისტოს გაუჩინარდა, კიევში გარდაცვლილი იპოვეს. ”ბელარუსის მოქალაქე ვიტალი შიშოვი, რომელიც გუშინ კიევში დაიკარგა, დღეს ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს,“- ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განიხილავს გარდაცვალების ყველა ვერსიას, მათ შორის “მკვლელობას შენიღბული თვითმკვლელობით”.

“უკრაინაში ბელარუსული სახლი“ ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დევნისგან თავის დაღწევას ცდილობენ, საცხოვრებელი ადგილის მოძებნაში, დასაქმებასა და იურიდიული მომსახურების მიღებაში ეხმარება. სამართალდამცავების ინფორმაციით, ვიტალი შიშოვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მისმა პარტნიორმა ორშაბათს მიაწოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის დილით სავარჯიშოდ გავიდა და არ დაბრუნებულა.