ბიძინა კულუმბეგოვმა ფეისბუქში დაწერა:
“ვაქცინირებული ადამიანი დიდი პროცენტით დაცულია მძიმედ მიმდინარე კოვიდისგან და სიკვდილისგან!
ჩვენ (ვაქცინირებულები) მხოლოდ იმიტომ ვატარებთ სამედიცინო პირბადეს, რომ დავიცვათ საზოგადოების არა-ვაქცინირებული ნაწილი.
დიდი თხოვნაა, ჩვენც გაგვითვალისწინეთ, დროულად გაიკეთეთ აცრა, რომ ყველამ ერთად შევძლოთ თავისუფლად სუნთქვა.
19 ივლისის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 161 მილიონი ადამიანი სრულად ვანქცინირებულია, აქედან:
– ჰოსპიტალში მოხვდა 5 601 ანუ 0.0035%
– გარდაიცვალა 1 141 ანუ 0.0007%
ამავე პერიოდში აშშ-ში ინფიცირებული ადამიანია 35 მილიონი (მაქსიმუმ არადიაგნოსტირებული და უსიმპტომო ფორმები რომ ჩავთვალოთ 90-100 მილიონი)
– გარდაიცვალა 629 315 ათასი ადამიანი ანუ 1.76%
– გარდაცვლილთა 99.9% არავაქცინირებულია!!!
ვაქცინები მუშაობს!”

