ბიძინა კულუმბეგოვი – “საქართველოში აცრილია 6,7%, დიდ ბრიტანეთში – 63,8%”

ბიძინა კულუმბეგოვი - "საქართველოში აცრილია 6,7%, დიდ ბრიტანეთში - 63,8%"ბიძინა კულუმბეგოვმა ფეისბუქში დაწერა:

“ამ მომენტში საქარველოში ჰოსპიტალიზირებულია 6.082 პაციენტი, კოვიდის აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 30. 943 ანუ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 19.6% -ია.
შედარებისთვის დიდი ბრიტანეთში ჰოსპიტალიზირებულია 5.943 პაციენტი (უფრო ნაკლები ვიდრე საქართველოში) , აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 1.236.459 პაციენტი ანუ პოსპიტალიზაციის პროცენტი 0.48%-ია.
ამ დრამატული სხვაობის ერთადერთი მიზეზია ვაქცინაციის მაჩვენებელი ბრიტანეთში 63.8%, საქართველოში 6.7%.
#ვაქცინაცია მუშაობს და მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან!”