“ფული არ მისცა და ამიტომ ბლაგვი საგნით თავი გაუხეთქა” – რუსთავში 24 წლის ქალი 80 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დააკავეს

"ფული არ მისცა და ამიტომ ბლაგვი საგნით თავი გაუხეთქა" - რუსთავში 24 წლის ქალი 80 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 24 წლის ქალი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს – 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე- რუსთავში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 24 წლის ქალსა და მოხუც მამაკაცს შორის კონფლიქტი თანხას უკავშირდება. კერძოდ, მეზობელი ქალი მამაკაცთან ფულის სასესხებლად მივიდა, თუმცა კაცმა ის უარით გაისტუმრა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალმა ასაკოვან მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მკვლელობის შემდეგ ქალი ფულის სასესხებლად სხვა მეზობელს ესტუმრა, თუმცა სასურველი თანხა ვერც მისგან მიიღო. ამის შემდეგ კი ის იმავე მეზობელთან ერთად კვლავ მოხუცის სახლში დაბრუნდა, ვითომდა ფულის სასესხებლად. სახლში შესულებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ირკვევა, რომ ბრალდებულმა კვალის არევის მიზნით პოლიცია ადგილზე თავადვე გამოიძახა.