“ჩემს პალატაში ქალი იბრძოდა და 1 წამში შავ პარკში წავიდა…” – თამუნა თანდაშვილს კოვიდი მეორედ დაემართა

"ჩემს პალატაში ქალი იბრძოდა და 1 წამში შავ პარკში წავიდა..." - თამუნა თანდაშვილს კოვიდი მეორედ დაემართა„ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უკვე მეორედ დაემართა კორონავირუსი და სამწუხაროდ, აცრა ვერ მოასწრო.

„ბოდიშს გიხდით ყველას ვერ გპასუხობთ მესიჯებზე და მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის.

სამწუხაროდ, მეორედ მაქვს კოვიდი, ვერ მოვასწარი აცრა (((

თქვენ რომ იცოდეთ, რეანიმაციაში რამდენი ადამიანი რა ცუდად არის და იბრძვის გადარჩენისთვის, ერთ წამს არ დაკარგავთ აცრის გარეშე!

ჯერჯერობით ისევ რეანიმაციაში ვარ,
იუმორი არ მყოფნის, მეც კაი მშიშარა ვყოფილვარ.
დღეს დილით იბრძოდა პაციენტი ჩემს პალატაში და მასთან მთელი მედპერსონალი.
წამი და დამთავრდა!. ქალმა ხმაც ვერ ამოიღო, ისე წავიდა შავ პარკში.
მთელი სავადმყოფო ახველებს, ბოროტ მულტფილმებში რომ ქუხს შენობები და ზანზარებს.
ესეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს
აიცერით რა!”