ჩხოროწყუში 25 წლის ამირან მორგოშია მოკლეს – მისი ძმა დაჭრილია

ჩხოროწყუში 25 წლის ამირან მორგოშია მოკლეს - მისი ძმა დაჭრილიასისხლიანი გარჩევა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხუში – “ტვ პირველის” ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი.

“პირველების” კორესპოდენტის ინფორმაციით, ამირან მორგოშიას სასიკვდილო ჭრილობები გვიან ღამით მიაყენეს, თავდამსხმელმა დაჭრა მისი ძმაც, მურთაზ მორგოშია, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით,  ბრალდებული მოკლულის მეზობელია. მკვლელობამდე კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, საბოლოოდ კი დაჭრითა და ლეტალური შედეგით დასრულდა.

პოლიციამ დაჭრილი გამოჰკითხა, ცხედარს კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

სამართალდამცველები მკვლელობაში ბრალდებულს ეძებენ.

ტვ პირველი