“ჩვენ არასოდეს მოგვწყინდება შენთან ყოფნა, ნათლი!” – ზურაბ ზვიადაური ლაშა ბექაურს

"ჩვენ არასოდეს მოგვწყინდება შენთან ყოფნა, ნათლი!" - ზურაბ ზვიადაური ლაშა ბექაურსზურაბ ზვიადაურმა მის ნათლულს, ლაშა ბექაურს, ოლიმპიური ჩემპიონობა ფეისბუქში კიდევ ერთხელ მიულოცა:

“სიტყვების აკრება ადვილია მაგრამ მოძებნა ძნელი! თუ რა ეკუთვნის! როგორ მოეფერო! როგორ გადავცე ემოციები! ასე უბრალოდ დავწერ, ლაშას ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ წარმატებას! მაგრამ მინდა გააგრძელოს დღეიდანვე და გულშემატკივარს გთხოვოთ! ყველა იმ ადამიანს ვისაც გული შეგტკივათ! ნათესავს თუ მეგობარს! რომ გაუფრთხილდეთ! დღეიდანვე გააგრძელოს ვარჯიშები იმიტომ რომ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი! კიდევ გვინდა რომ ბევრჯელ გაგვახაროს! ჩვენ არასოდეს მოგვწყინდება შენთან ყოფნა ნათლი! მიყვარხარ გულში!”