“დავსქროლე ნიუსფიდი და ძალიან სამწუხარო ამბავი დამხვდა” – ცისნამი საყვარლიშვილი

"დავსქროლე ნიუსფიდი და ძალიან სამწუხარო ამბავი დამხვდა" - ცისნამი საყვარლიშვილიაშშ-ში მცხოვრებმა ცისნამი საყვარლიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“გარეთ წვიმს, მზე არ ანათებს, თუმცა მე მაინც კარგ ხასიათზე ვიყავი, სანამ ამ ოხერ ფეისბუქზე შემოვიდოდი.
დავსქროლე ნიუსფიდი და ძალიან სამწუხარო ამბავი დამხვდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ქალბატონო ელზა თულიანი კოვიდით გარდაიცვალა.
საავადმყოფოში ებრძოდა თურმე სიცოცხლეს.
ძალიან განვიცდი, პირდაპირ გულში მომხვდა.
ის პერიოდი გამახსენდა როცა სკოლაში გვასწავლიდა.
გრამატიკას, რთულ ზმნებს მთელი სულით და გულით გვიხსნიდა.
ვიზიარებ მთელი ოჯახის, სკოლის და სოფლის მწუხარებას.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა.
არასდროს მომიმართავს საჯაროდ აცრისთვის, მაგრამ ახლა გადავწყვიტე რომ გთხოვოთ.
მემგონი ის დროა რომ ყველანი ავიცრათ და ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს.
ხალხი იღუპება, ეს თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს?! ამასობაში განახევრდება საქართველო.
აიცერით ხალხო, გთხოვთ!
ღმერთი ფარავდეს ჩემს სოფელს, ჩემს სამშობლოს.
ვზივარ დამწუხრებული, აცრემლებული სარკმელთან და
გავყურებ წვიმას. თვალწინ ბავშვობის მოგონებები მიტრიალებს.
მშვიდობით ძვირფასო ელზა მასწავლებელო.”