“დედას კოვიდი დაუდგინდა და კარი ჩაგვიკეტა, კლინიკაში რომ არ გადავიყვანოთ” – ანი გიუნტერი

"დედას კოვიდი დაუდგინდა და კარი ჩაგვიკეტა, კლინიკაში რომ არ გადავიყვანოთ" - ანი გიუნტერიანი გიუნტერმა ფეისბუქში დაწერა:

“დღე, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა პანდემიის დაწყებიდან.. 81 წლის ასაკში დედაჩემს აქვს გადატანილი 2 ინსულტი და ასევე ინფარქტიც.
დღეს მას კორონა ვირუსი დაუდგინდა და მართლა სრულიად საქართველო ჩაერთო მის გადაყვანაში კლინიკაში…სამწუხაროდ უშედეგოდ. ასე გადაწყვიტა მან და კარიც ჩაკეტა..

ჯერ კიდევ მაშინ, როცა სიტყვებით მაგებინებდა, რა არის მისთვის მთავარი ცხოვრებაში, მეუბნებოდა, რომ მთავარია სხვას დაუტოვო არჩევანის თავისუფლება…

გულწრფელად თვლიდა, რომ სულ რომ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდეს, ეს მისი ცხოვრებაა და მე მაქვს ჩემი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გამირთულდა 39 წლის განმავლობაში…
მაპატიე დე, რომ ასე ვიბრძვი შენს გადასარჩენად შენგან განსხვავებული მეთოდებით და გთხოვ, მოიკრიბე იმ შენს უძლიერეს თავში ძალა, დაამარცხო ეს სასტიკი მოვლენა.
შენი თხოვნის და გენეტიკის გათვალისწინებით მეც კვლავ მაგრად ვიდგები…”