დემნა გვასალია – “ჩემმა მაისურმა პარიზში თავდასხმას გადამარჩინა“

დემნა გვასალია - "ჩემმა მაისურმა პარიზში თავდასხმას გადამარჩინა“მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია აცხადებს, რომ ტანსაცმელს ძალიან დიდი ძალა აქვს:

– წლების წინ, პარიზში თავდასხმას გადავურჩი, რადგან უშიშროების სამსახურის მაისური მეცვა. იგივე მაისურით კლუბებში ურიგოდ ხშირად შევსულვარ. ტანსაცმელმა თავისი ძალა ახლახანს კიდევ ერთხელ შემახსენა, როდესაც შვეიცარიის ბანკის შესასვლელში გამაჩერეს, რადგან 3 ზომით დიდი სამოსი მეცვა და მაწანწალას ვგავდი, ოქროს ბარათი ვაჩვენე და ბოდიში მომიხადეს, მაგრამ ბალენსიაგა მეცვა, “ძალიან დემნა ლუქი”, როგორც მე ვეძახი.

– რა არის თქვენთვის პრიორიტეტული მოდაში?

– მოდა აღარ არის ჩემი პრიორიტეტი ისე, როგორც 5 წლის წინ იყო, მართლა მომწონს, მაგრამ ამის გარეშეც შემიძლია ცხოვრება. შეიძლება სიყვარულის ბრალია, ან ვბერდები.

– როგორ არჩევთ პერსონალს, რომელიც დემნა გვასალიას კოლექციას ქმნის?

– მქარგავები პარიზში ავიყვანეთ, მკერავები ლონდონიდან მოვიწვიეთ, კრისტობალი თავის კოსტიუმებს იქ უკვეთავდა. ეს ინგლისური მკერვალობის ძალიან ძველი ტრადიციაა, ისინი ინგლისის სამეფო ოჯახისთვის ქმნიდნენ ტანისამოსს. ყველაფერი პარიზში ხელით შეიკერა. ძალიან ემოციური სანახავი იყო, როგორ მუშაობდნენ ერთ ნივთზე 3 თვე, საკუთარი ხელებით, მანქანების გარეშე.

– რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად შვეიცარია?

– ლამაზი ბუნებაა, ამიტომ მომწონს აქ ცხოვრება. რაც შეეხება ჩემს სახლს შვეიცარიაში, გერმანელების აშენებული კლასიკური მამულია. როდესაც აქ ჩამოვედი, ყველაზე მეტად ხედით მოვიხიბლე. სახლი ტბას და ტყეს გადაჰყურებს. მიყვარს აივანზე ჯდომა და ლამაზი ხედით ტკბობა.

– ბიზნესის შვეიცარიაში გადატანაზე რას იტყვით?

– განა ჩემი გადასაწყვეტი არ არის, სად ვიხადო გადასახადები? არ ვიცი, რატომ უნდა ვუხადო საფრანგეთის მთავრობას ჩემი შემოსავლის 65%.