დინა მირცხულავა – “გოგონამ მომწერა, ჩემს შვილს არც ტანსაცმელი აქვს და არც საჭმელიო…”

დინა მირცხულავა - "გოგონამ მომწერა, ჩემს შვილს არც ტანსაცმელი აქვს და არც საჭმელიო..."დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

“სადღაც კვირაზე მეტია, გოგონამ მომწერა პირადში, შენ რომ გყავს, ისეთი შვილი მყავსო ზუსტად
(ილიანაზე*)
არც ტანსაცმელი აქვს და არც საჭმელიო.
შევწუხდი.
ბავშვის ზუსტი ასაკი ვკითხე და თვენახევრის აღმოჩნდა.
ასაკით იმიტომ დავინტერესდი, რომ საჭმელი მაქვს ექვს თვემდე ბავშვისთვის.
ილიანა ბუნებრივ კვებაზეა და არ ჭამს.
(ისედაც ვუყიდდი, დედას გეფიცებით)*
ტანსაცმელიც ბევრი მაქვს და ვიფიქრე, გავუგზავნი-მეთქი.
ვთხოვე, მისამართი, სახელი გვარი და 10 დღეში რომ მიიღებდა, იმის გარანტიაც მივეცი.
პასუხი არ გაინტერესებთ ?!
უშუალოდ ფული მჭირდებაო.
და “შენ რომ გყავს ისეთი მყავსო” – მომკლა ამან, თითქოს წინასწარ იცოდა, რაზე წამოვეგებოდი…
მერე თავისთავად დამბლოკა.
კიდევ უფრო მერე, როგორც ჩანს, გვერდიც გააუქმა, დაბლოკილსაც ვეღარ ვხედავ მესენჯერში.
სავსეა აქაურობა თაღლითებით.
და ამ აურზაურში, მართალა რომ უჭირთ ისინი გამოგვეპარებიან ხოლმე.
რა ვიცი, რატომ ვწერ ახლა ამას, მაგრამ გაფრთხილებასავით იყოს და მერე ავიღებ.”