ეკა კვესიტაძე – “მოდის ძაან სიმპატიური ბიჭი და მე და სოფოს დასალევად გვეპატიჟება…”

ეკა კვესიტაძე - "მოდის ძაან სიმპატიური ბიჭი და მე და სოფოს დასალევად გვეპატიჟება..."ეკა კვესიტაძემ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს სოფო ვნახე Sopo Japaridze, ვილაპარაკეთ ბევრი, მერე სახლთან მიმიყვანა მანქანით და კიდევ გავაგრძელეთ ლაპარაკი ჩამოწეულ ფანჯრებში – სოფოს ტელეფონი არ ჩერდება, რეკავენ, დახმარება ჭირდებათ – მოკლედ, ძაან საქმიანები და დაზაფრულები ვართ. და ამ დროს ფანჯარასთან მოდის ძაან სიმპატიური ახალგაზრდა ბიჭი, (ვიფიქრე ამასაც რამე დახმარება ჭირდება ალბათ -თქო) – მე და ჩემს მეგობრებს ძაან მოგვეწონეთ და ჩვენთან ერთად ხომ არ დალევდითო – ცოტა ხანი გაოგნებული სიჩუმე ჩამოწვა და მერე სოფო ამბობს – ახლავე ( არ უთქვამს, მაგრამ ენის წვერზე ხომ ედგა)”