გიორგი გაგუამ ალავესის მე-2 გუნდში 2 გოლი გაიტანა

გიორგი გაგუამ ალავესის მე-2 გუნდში 2 გოლი გაიტანა19 აგვისტოს “ალავესის” B გუნდის შემადგენლობაში გიორგი გაგუამ მორიგი წარმატებული შეხვედრა გამართა. ვიტორიული გუნდი “ვარეას” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

ჩვენდა სასიხარულოდ, ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მოგეხსენებათ, გიორგი ამჟამად “ალავესის” B შემადგენლობაში ასპარეზობს, თუმცა ზაფხულის მიმდინარეობისას მწვრთნელმა მისი ძირითად გუნდში ვარჯიშის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ჩვენებურმა მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.

სპორტალი