გიორგი ღოღობერიძე – “კოვიდით პირველი ადამიანის დაღუპვამ შოკში ჩაგვაგდო, ახლა კი ეს დილის სტატისტიკა გახდა”

გიორგი ღოღობერიძე - "კოვიდით პირველი ადამიანის დაღუპვამ შოკში ჩაგვაგდო, ახლა კი ეს დილის სტატისტიკა გახდა"ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსმა 74 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაინფიცირდა კიდევ, 4.901 ადამიანი.

გარდაცვალების რეკორდულ მაჩვენებელს სოციალურ ქსელში ექიმი გიორგი ღოღობერიძე ეხმაურება.

„74 ადამიანი 1 დღეში

პირველად რომ კოვიდისგან ადამიანი დაიღუპა, შოკში ვიყავით… ახლა კი ეს რიცხვები დილის სტატისტიკად იქცა… თითქოს მივეჩვიეთ

ნუღარ ვკარგავთ ერთმანეთს… მოქმედების დროა“, – წერს გიორგი ღოღობერიძე.

პრაიმ ტაიმი