გიორგი კანდელაკი – “მასობრივი ვაქცინაცია უდიდესი შეცდომაა… შეიქმნება ისეთი შტამი, რომელსაც ვაქცინა ვეღარ მოერევა”

გიორგი კანდელაკი - "მასობრივი ვაქცინაცია უდიდესი შეცდომაა... შეიქმნება ისეთი შტამი, რომელსაც ვაქცინა ვეღარ მოერევა"ვირუსოლოგი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ მასობრივი ვაქცინაცია დიდი შეცდომაა. მის პოსტს ფეისბუქში შემოკლებით გთავაზობთ:

“მილიარდობით ადამიანის მასობრივი ვაქცინაცია, როდესაც სრულ ძალაშია შესული ვირუსის პანდემიური გავრცელება, არის უდიდესი შეცდომა.

ეს სტრატეგია იწვევს ვაქცინის მიმართ რეზისტენტული ანუ მდგრადი და სუპერგავრცელებადი ვირუსის შტამის ჩამოყალიბებას.
მასობრივი ვაქცინაქცია მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უყალიბებს მხოლოდ სპაიკ სპეციფიურ, ძირითადად ანტისხეულით გამოწვეულ იმუნიტეტს. ბოლო კვლევების მიხედვით, ვაქცინა საერთოდ არ იწვევს ინტერფერონულ პასუხს და მინიმალურად იწვევს კონალურ (ანუ სპეციფიურად მოქმედ) აქტივაციას T უჯრედოვანი მიმართულებით.

ასეთი მკაცრი, უნივერსალური და უნიფორმული ძლიერი სელექტიური წნეხი, მჟონვადი ვაქცინით, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ გარდაუვლად მოხდეს ვაქცინის მიმართ შემდგომი რეზისტენტობის, ანუ მდგრადობის,  გენერირება, და ნახევრად რეზისტენტულ შტამებს უბიძგებს სრული რეზისტენტობისკენ.
სრული მდგრადობის ჩამოყალიბება არის მხოლოდ დროის ამბავი,  6-9 თვის პერსპექტივაში საკმაოდ რეალურია. სრულად რეზისტენტული შტამი პრაქტიკულად დაუცველ აცრილ პოპულაციაში გამოიწვევს მძლავრ ეპიდემიურ ტალღას, რასაც მოჰყვება ანტისხეულით გაძლიერებული დაავადებაც.
ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება ძირითადად გამოვლინდება, როდესაც მანეიტრალიზებელი ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად დაიწევს, რასაც დელტა შტამთან მიმართებაში დაახლოებით 6-9 თვე სჭირდება, ან მაშინ როდესაც გამოჩნდება სრულად რეზისტენტული შტამი. რა შემთხვევაშიც ტიტრს უბრალოდ არ ექნება მნიშვნელობა. სწორედ ეს არის ნამდვილი (არა გაცხადებული) მიზეზი, თუ რატომ გადაცრა ისრაელმა მესამედ მოსახლეობის თითქმის მესამედი (ძირითადად მოხუცი პოპულაცია, რომელიც იყო აცრილი იანვარ-თებერვალში) და ბუსტერით გადაცრის პროცესი იყო გაცილებით სწრაფი, ვიდრე პირველი აცრა – რათა თავიდან აეცილებინათ ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების შესაძლებლობა.

მე-3 ბუსტერი ამ ეტაპისთვის მაგ პრობლემას დიდ წილად მოაგვარებს, რადგან დელტა მხოლოდ ნაწილობრივ არის ვაქცინის მიმართ რეზისტენტული და ტიტრის აწევა ამ ეტაპზე შეანელებს პროცესს. მაგრამ როდესაც ვიხილავთ სრულად რეზისტენტულ შტამს, არანაირი ბუსტერი მაგ საქმეს აღარ უშველის.”