გიორგი კანდელაკი – როდის შეიძლება აცრა სახიფათო გახდეს?

გიორგი კანდელაკი - როდის შეიძლება აცრა სახიფათო გახდეს?ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა ფეისბუქში დაწერა:

“არსებობს ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერება – “vaccine associated disease enhancement” (ვადე) რომელიც არის ქოლგა ტერმინი ვაქცინით გაძლიერებული დაავადების განმსაზღვრელად.

ვადე წარმოადგენს მიზეზს თუ რატომ ვერ იქმნება მრავალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ზოგიერთი ვირუსის მიმართ გამომუშავდება ორი ტიპის ანტისხეული – მანეიტრალიზებელი, რომელიც ანეიტრალებს ვირუსს და ბმადი – ანტისხეულები, რომლებიც უერთდებიან ვირუსს, თუმცა მისი განეიტრალების უნარი არ შესწევთ. ანტისხეულების უმეტესობა არის ბმადი და მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი – მანეიტრალიზებელი.

თუ გაქვთ ძლიერი მანეიტრალიზებელი აქტივობა, მაშინ პრობლემა მოგვარებულია. თუ მანეიტრალიზებელი აქტივობა კლებულობს და გვრჩება ძირითადად ბმადი ანტისხეულები, ვითარდება ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენი. ამ შემთხვევაში ვღებულობთ ვაქცინით გამოწვეულ, ბუნებრივ დაავადებაზე უფრო მძიმე მიმდინარეობის და მაღალი სიკვდილობის მქონე დაავადებას.
ვადე გახდა რესპირატორული სინციტიური ვირუსის (რსვ) ვაქცინის ფიასკოს მიზეზი 60-იან წლებში, როდესაც აცრილი ბავშვები მოგვიანებით დაინფიცირდნენ რსვ ვირუსით, დაემართათ გაცილებით მძიმე მიმდინარეობის რესპირატორული დაავადება და მათი ნაწილი დაიღუპა. დღემდე რსვ ვირუსის ვაქცინა ვერ შეიქმნა.

იგივე მიზეზებით ვერ შეიქმნა ორი სხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – 2003 წელის სარსის ვაქცინა და 2012 წლის მერსის ვაქცინა. როდესაც ამ ვაქცინებით აცრეს ცხოველები და მერე დააინფიცირეს კორონავირუსით, ცხოველების რესპირატორული დაავადება განვითარდა გაცილებით მძიმე ფორმით და მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპა.
როდის არის ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე მოსალოდნელი ასეთი გართულება? – როდესაც ვაქცინის მანეიტრალიზებელი აქტივობა ქვეითდება! ეს ხდება ვაქცინირებიდან რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ან მაშინ, როდესაც ხდება ვაქცინის ეფექტის მიმართ გამძლე შტამის ჩამოყალიბება.
ცხოველებზე ინტენსიური კვლევების გარეშე, სრულიად შეუძლებელია ამ ფენომენის პროგნოზირება, მითუმეტეს ისეთი პათოგენების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის დროს, რომელთა მონათესავე პათოგენების ვაქცინებს აღმოაჩნდათ ეს გადაულახავი პრობლემა.”