გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე ესპანური დებიუტი – ვალენსიამ მოიგო, მესტალია ფეხზე წამოდგა

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე ესპანური დებიუტი - ვალენსიამ მოიგო, მესტალია ფეხზე წამოდგარამდენიმე წუთის წინ ვალენსიაში დასრულდა ლა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ვალენსიას და ხეტაფეს შორის.

მასპინძელთა კარს ვალენსიაში 2 თვის წინ გადასული გიორგი მამარდაშვილი იცავდა.

თავიდან გიორგი ვალენსიას მე-4 მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ სეზონის წინა მატჩებში ისე გამოიჩინა თავი, რომ ვალენსიელთა ახალმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ის ძირითადში დააყენა.

შეხვედრა ვალენსიამ 1:0 მოიგო. გოლი მე-11 წუთზე კარლოს სოლერმა პენალტით გაიტამა.

მამარდაშვილმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა. მან რამდენიმე რთული ბურთი აიღო, მატჩის 93-ე წუთზე კი ისეთი ბურთი მოიგერია, რომ მესტალიაზე შეკრებილი მაყურებელი ფეხზე წამოუდგა.