გუდამაყარში ვანო ბექაურს ეძებენ

გუდამაყარში ვანო ბექაურს ეძებენუკვე მე-5 დღეა, გუდამაყარში მამაკაცს ეძებენ. გაუჩინარებულის ძებნის ოპერაციაში მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც არიან ჩართულები – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჯგუფი “მთიულეთი მთიულები” ავრცელებს.

ამ ცნობის ავტორი ინფორმირებულებს სთხოვს, თუ ეცნობათ დაკარგული კაცი და მის შესახებ რაიმე ცნობა აქვთ, ჯგუფს დაუკავშირდნენ.

“ვანო ბექაური 28 ივლისს ავიდა გუდამაყარში. 3 დღეა მიმდინარეობს ძებნა, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების ასევე მაშველების მიერ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და თუ ვინმემ რამე ინფორმაცია იცით შეგვატყობინოთ პირადში ან კომენტარებში.” – წერენ ჯგუფში.

პრაიმ ტაიმი