გურული სუნელის ძველ რეცეპი ნინო კვაჭანტირაძისგან (სტილი დაცულია):
„ნახევარი კილო თხილი, 200 გრ, მწვანე, წიწაკა, დიდი კონა კეკლიანი-აკატრებული (აყვავილებული) ქინძი, 300 გრ. ნიორი, ხოროში მარილი. ზაფრანის ნედლი ყვავილი სადაო ამბავია, ზოგი უშობა ზოგი არა.
აუცილებელი იარაღი ძველი ფილთაქვა და ძლიერი მაჯა, მუხლზე თუ დანაყავთ და ფეხს ააყოლებთ კიდევ უფრო გემრიელი გამოგივათ.
გათლილ ჭიქას ვერცხლის ქაღალდს დაახურავთ, დაიტკეპნით და მაცივარში შეინახავთ. გამოყენებამდე ძმრით შეათხელებთ და შეანელებთ გემოვნებით.
რასაც არ უნდა წასცხო ყველაფერს ჯადოსნურ, გურულ, ბავშვობის სურნელს და გემოს აძლევს.“