“გუშინ 54 წლის დედა გარდაიცვალა, დღეს – მისი 31 წლის ვაჟი” – რა მოხდა ბათუმში

"გუშინ 54 წლის დედა გარდაიცვალა, დღეს - მისი 31 წლის ვაჟი" - რა მოხდა ბათუმშიკორონავირუსით ბათუმში დედა-შვილი გარდაიცვალა. “კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევა კლინიკა “ბაუში” დაფიქსირდა.

კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციებტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

„რთულად მიმდინარეობდა კოვიდის მართვა. შემდეგ მოხდა ორივე მათგანის ინტუბაცია [მართვით სუნთქვაზე გადაყვანა]. გუშინ, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში.