“გუშინ დაბრუნდა უცხოეთიდან, მამამ ცხვრის მოსატანად გაგზავნა” – კახეთში 21 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

"გუშინ დაბრუნდა უცხოეთიდან, მამამ ცხვრის მოსატანად გაგზავნა" - კახეთში 21 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩოთელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 21 წლის ახალგაზრდამ, სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

მამაკაცი, რომელიც 6 აგვისტოს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბრუნდა, ნათესავებმა, სოფელთან ახლოს მდებარე ფერმაში, ჩამომხრჩვალი ნახეს.

ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

“გუშინ დაბრუნდა უცხოეთიდან. მამამ ცხვრისთვის გაგზავნა, დაბრუნება აღვნიშნოთო. ფერმაში ნახეს ჩამომხრჩვალი. უწესიერესი, საუკეთესოდ აღზრდილი ბიჭი იყო. რა მოხდა, არავინ იცის”- ამბობენ ადგილობრივები.

გამოძიება ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კახეთი ნიუსი