“გვამები გატანილი არ ჰქონდათ, რომ საწოლები მძიმე პაციენტებით შეავსეს” – გელა მთივლიშვილი

"გვამები გატანილი არ ჰქონდათ, რომ საწოლები მძიმე პაციენტებით შეავსეს" - გელა მთივლიშვილიგელა მთივლიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“უმძიმესია ამბებია ჩვენს გარშემო. მეგობარს ვესაუბრე, ერთ-ერთი კლინიკის დირექტორია. წუხელ 5 პაციენტი დაიღუპა მის კლინიკაში. პატარა სამედიცინო ცენტრია თან, დიდი არა. გვამები საავადმყოფოდან ჯერ გატანილი არ ჰქონდათ, რომ მძიმე პაციენტებით შეავსეს გამოთავისუფლებული საწოლები. ამასობაში, ამბავი დამეწია, კორონავირუსით ჩვენი მეგობრის ახალგაზრდა მეუღლის გარდაცვალების შესახებ.
აიცერით აუცილებლად. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და სხვა ადამიანებს. აცრის შემდეგაც ატარეთ პირბადე. როგორმე ავიტანოთ, სიკვდილს და ასეთ სიმწარეს ნამდვილად ჯობია!
მე ავიცერი (პირველი აცრა, მეორეს ველოდები), რამდენიმე თანამშრომელი სრულად ვაქცინირებულია. ხვალ ჩვენი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აიცრება.
როგორმე უნდა შევძლოთ და შევამციროთ, ვირუსის და ვაქცინაციის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, უნდობლობა, უტვინო და მავნებელი ჩინოვნიკები თავისი ქცევებით ყოველდღე რომ ზრდიან!”