ჰაიტიში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ჰაიტიში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდადასავლეთ ჰაიტიში 7.2 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის საფრთხე  გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვა. ინფორმაციას უცხოური მედია იტყობინება.

ეპიცენტრი ქალაქ პეტიტ ტრუ დე ნიპესიდან 8 კილომეტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

ჰაიტიზე ძლიერი მიწისძრა 2010 წელს მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 200.000 -ზე მეტი ადამიანი და დიდი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას.

რუსთავი 2