ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1.297-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1.297-მდე გაიზარდაჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1.297 -მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 5 700-მდე დაშავებული საავადმყოფოებში მკურნალობს.

ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა ასობით სახლი, ასევე სასტუმროები, საავადმყოფოები და სკოლები. ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ ათევს ღამეს.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილების ძებნას განაგრძობენ. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჰაიტიზე ტროპიკული შტორმი „გრეისი“ და მისგან გამოწვეული ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა მოსალოდნელი, რაც სამაშველო სამუშაოებს გაართულებს.

პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, როდესაც 200.000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა განადგურდა.

იპნ