ექიმი იაგო ფრანგიშვილი ამბობს, რომ აცრა არის ყველაზე ეფექტური აქტიური დაცვა, მაგრამ უფრო ეფექტური დაცვა კოვიდის წინააღმდეგ გააჩნიათ კოვიდგადატანილებს.
ფეისბუქის პოსტში ის პაციენტის მოვლასა და ჰიგიენის აუცილებლობაზე საუბრობს.
“რატომ არ ვსაუბრობთ მოუწესრიგებელ ჰიგიენაზე, არარსებულ ელემენტარულ სტანდარტებზე და მის დაცვაზე?
რატომ არ ვსაუბრობთ გადაჭედილ აცრის ცენტრებზე, მოსაცდელებზე, აცრაზე ჩაწერილთა 4 კვირიან რიგებზე, აცრაზე ჩაწერილები რომ აცრის ლოდინში ინფიცირდებიან, აი ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ?
და ასეთ სიტუაციაში, რატომ აკეთებს ექიმი, მედიასივრცე და ხელისუფლება ერთად და ერთხმად ადამიანების ,,პოტენციურ მკვლელებად” და ყველაზე სასიამოვნო შემთხვევაში ადამიანების გამოცხადებას ,,ბნელებად”?
ექიმები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ ვაკეთებთ, უბრალოდ, ბნელები არ იცრებიან.
ეს არამარტო უღირსი საქციელია, არამედ აქვს საწინააღმდეგო ეფექტი და ადამიანი არასოდეს გენდობა, არასოდეს გამოგყვება იქეთ, საითაც აუცილებელია, რომ გამოგყვეს ინფექციური დაავადების მართვისას.
მთელს მსოფლიოში კოვიდგართულებულთა გარდაცვალების პროცენტით საქართველოს უჭირავს ტრაგიკული და სატირალი პირველი ადგილი.
ამის მიზეზებზე პლურალში, მრავლობითში ,,მიზეზებზე” არსაუბარი კი გაცილებით უფრო ტრაგიკულია,
რადგან ყველა მსურველი რომ აიცრას, არსებულ სისტემას მინიმუმ 3 თვე მაინც ესაჭიროება.
ამ დროში კი, იმ უმნიშვნელოვანეს თემებზე არსაუბრით კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპება”, – წერს იაგო ფრანგიშვილი.

