ინგა გრიგოლია – “ვინც ლელას დაინფიცირებაზე აჩხავლდით და აჭყლოპინდით. უკვე აღარც მეცოდებით”

ინგა გრიგოლია - "ვინც ლელას დაინფიცირებაზე აჩხავლდით და აჭყლოპინდით. უკვე აღარც მეცოდებით"ბათუმში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ლელა წურწუმიას კოვიდით დაინფიცირებას ინგა გრიგოლია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“მიყვარს ეს გოგო ნამდვილი ვარსკვლავი . კაშკაშა და ბრჭყვიალა. ნიჭიერი, დაუზარელი და საოცარი გულის პატრონი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. კიდევ ბევრი წელი უნდა იკაშკაშოს და იბრდღვიალოს . აი, თქვენ კი, ვინც სიბოროტემ გადაგრიათ და ლელას დაინფიცირებაზე აჩხავლდით და აჭყლოპინდით. უკვე აღარც მეცოდებით, ადრე მეცოდებოდით, , ეხლა უბრალოდ ,გული მერევა სიბოროტეზე . გამოჯანმრთელება ლელას.”