ირაკლი ოქრუაშვილი – “ხვალიდან ევროპაში მივდივარ, ვიმუშავებ მძღოლად, მზარეულად, დამლაგებლად…”

ირაკლი ოქრუაშვილი - "ხვალიდან ევროპაში მივდივარ, ვიმუშავებ მძღოლად, მზარეულად, დამლაგებლად..."ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ისეთი ცხოვრება მოვიდა ამ მთავრობის ხელში რომ ხვალიდან ევროპაში მივდივარ სამუშაოდ. თვენახევარი ვიმუშავებ მძღოლად, მზარეულად, დამლაგებლად, იახტის კაპიტნად, მაშველად და შესაბამისად პოლიტიკა, არჩევნები, უფრო სასაცილო – ვადამდელი არჩევნები, ლარის კურსი, კოვიდსტატისტიკა და ეგეთები აღარ გამაგონოთ. მართალია ანაზღაურება არ მექნება, მაგრამ იმით ვიმშვიდებ თავს რომ კარგ ოჯახში მოვხვდი, ოთხი ოქრუაშვილია და ერთი გორდელაძე. საკუთარი ოჯახი თუ დაგიქირავებს ეგეთ ვაკანსიებზე თორემ სხვას რა ჯანდაბად ვუნდივარ.
არ იცრებით და ამ ჩემს ფეხებს.”