ირაკლი ოქრუაშვილი – „სანამ დასავლეთი არ გააცნობიერებს…“

ირაკლი ოქრუაშვილი - „სანამ დასავლეთი არ გააცნობიერებს...“ირაკლი ოქრუაშვლი სოციალურ ქსელში წერს:

„სანამ დასავლეთი (მეტწილად ამერიკა) არ გააცნობიერებს, რომ ჩვენ აქ ივანიშვილს კი არა, ივანიშვილის სახით რუსეთს ვებრძვით, ჩვენი რესურსები მწირი და ამოწურვადია მის, ჩვენთან შედარებით, განუზომელ რესურსებთან და ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისათვის მისი მახინჯი “ფასეულობები” სრულიად მისაღებია, და ამ ბრძოლაში სწორ და ადეკვატურ პოზიციას არ დაიჭერენ, დამარცხებისთვის და პოლიტიკური რუკიდან გასაქრობად ვართ განწირული.

ისიც არ დაგავიწყდეთ რომ ოპოზიცია დროდადრო ხარაკირს იკეთებს, ნაწილი კი 2 შაურად იყიდება.“