“კაცს ფილტვზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და უთხრეს, შენთვის აცრა როგორ შეიძლებაო” – ზაზა უჯმაჯურიძე

"კაცს ფილტვზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და უთხრეს, შენთვის აცრა როგორ შეიძლებაო" - ზაზა უჯმაჯურიძეზაზა უჯმაჯურიძემ ფეისბუქში დაწერა:

“რას არ გაიგონეს კაცი: ჩემ კოლეგას, რომელსაც ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს 15 წლის წინ და ფილტვის მოცულობა შესაბამისად შემცირებული აქვს, ინფექციონისტმა უთხრა, შენთვის აცრა როგორ შეიძლებაო, ანაფილაქსია რომ დაგემართოს, ვერ გამოგიყვანენო. მე ვურჩიე და აიცრა, თან ორჯერ, სრულიად უპრობლემოდ. ინფექციონისტი შეხვდა და, ვაი, რა ბეწვზე გადარჩენილხარო, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა.
ფარისებრ ჯირკვალს ხომ ჩვენთან ისეთივე სიხშირით აჭრიან, როგორც აპენდიციტს, ჰოდა, ნაოპერაციევ პაციენტებს ზოგიერთები თურმე ეუბნებიან, თქვენთვის აცრა არ შეიძლებაო.
და ბევრია მსგავსი ცდომილება…
ფაქტიურად, არ არსებობს აცრის აბსოლუტური უკუჩვენება!
თუ ხართ იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომელსაც ესა თუ ის აცრა ეკუთვნის, როგორც ეს თქვენ ქვეყანაშია, შეგიძლიათ აიცრათ. თუ ადრე რამე ალერგიული რეაქცია გქონდათ, წინასწარ გააფრთხილეთ, რომ მზად იყვნენ. ალერგია ერთ რამეზე სრულიად არ ნიშნავს, რომ ალერგიული რეაქცია უნდა გქონდეს აცრაზეც.
ყველას გირჩევთ, აიცრათ!”