მანანა ახვლედიანმა ფეისბუქში დაწერა:
“დიდოსტატის მარჯვენას ვკითხულობდი. რაღაც უნდა დამეწერა ქართულის წრისათვის. მახსოვს, ვფიქრობდი, ნეტა როგორი იყო შორენა.
ჩემ წინ იჯდა და რაღაცას აკეთებდა. უნებურად გავხედე. დავაკვირდი…
იმ მომენტში აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად სრულყოფილი სილამაზის და მყავდა…
მერე მალე გათხოვდა…
ხვალ უნდა დავმარხო, ელვარე და მწვანეთვალებიანი გოგო, ზმეიკიან ცელოფანში შეფუთული უნდა დავმარხო…
გესმით?!”

