ლელუკა ლაშხი – “გარდაცვლილი დამხვდა ჟულიანი…”

ლელუკა ლაშხი - "გარდაცვლილი დამხვდა ჟულიანი..."პარიზში მცხოვრებმა ლელუკა ლაშხმა ფეისბუქში დაწერა:

“გარდაცვლილი დამხვდა ჟულიანი.
აიცერით ხალხნო, ნუ აწერთ ხელს სიკვდილს საკუთარი ნებით.
ისედაც მოვა, ძალიანაც რომ არ გინდოდეთ, მაგრამ თუკი სიცოცხლის გახანგრძლივება და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება შეგვიძლია, რატომ უარყოფთ?
სადაა ლოგიკა?
სიკვდილი გირჩევნიათ?
დაე, იყოს ნება თქვენი!”

ლელუკა ლაშხის წინა პოსტებიდან ირკვევა, რომ ჟულიანი მისი თანამშრომელი იყო, რომელიც კოვიდ 19-ის ვაქცინაზე უარს ამბობდა და რომელიც კოვიდით დაავადდა, რის შემდეგაც კლინიკაში მიიყვანეს.