“ლევანმა ისროლა და მერე დაჭრა ის მამა ანტონმა” – ბორჯომში მკვლელობის ახალი დეტალები

"ლევანმა ისროლა და მერე დაჭრა ის მამა ანტონმა" - ბორჯომში მკვლელობის ახალი დეტალებიბორ­ჯომ­ში ლევან ნამგალაძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი სქი­მა­ში აღ­კვე­ცი­ლი ბერი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ან­ტონ მა­ი­სუ­რა­ძეა.

ლე­ვან ნამ­გა­ლა­ძის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ი­სუ­რა­ძე­სა და ნამ­გა­ლა­ძეს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა მოხ­და, რაც მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

“ლე­ვან ნამ­გა­ლა­ძეს და ბრალ­დე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ერ­თმა­ნეთ­თან საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­ლობ­ლობ­დნენ და ხში­რად სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ერ­თა­დაც ჩნდე­ბოდ­ნენ.

მკვლე­ლო­ბის ღა­მეს არა­ნა­ირ “გარ­ჩე­ვებს” და კრი­მი­ნა­ლურ ჯგუ­ფებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. გვი­ან ღა­მემ­დე ახ­ლობ­ლე­ბი ლი­კან­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ლე­ვან ნამ­გა­ლა­ძეს­თან სახ­ლში, საკ­მა­ოდ გვი­ან და­ი­შალ­ნენ. ამ­ბო­ბენ, რომ იმ ღა­მით ნამ­გა­ლა­ძეს და მა­მა­ოს რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­დათ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და კა­მა­თი მო­უ­ვი­დათ, ამის შემ­დეგ ბორ­ჯომ­ში, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს.

მათ მო­უ­ვი­დათ კონ­ფლიქ­ტი, რო­გორც ვი­ცით, ლე­ვან­მაც ის­რო­ლა, თუმ­ცა სრო­ლის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და ამის შემ­დეგ მას მი­ა­ყე­ნა ბრალ­დე­ბულ­მა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. რო­გორც ვი­ცით, არ­ტე­რია ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლი და­კარ­გა” – აცხა­დებს Ambebi.ge-სთან მოკ­ლუ­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ბორ­ჯო­მე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ამ­დე მძი­მედ დაჭ­რი­ლი ნამ­გა­ლა­ძე ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვად მი­იყ­ვა­ნა.

“სა­სუ­ლი­ე­რო პირი წარ­მო­შო­ბით ბორ­ჯო­მე­ლია, ჯერ წალ­კა­ში იყო, სა­დაც, მისი მო­ძღვა­რი მსა­ხუ­რობ­და, ახლა რო­მელ ეპარ­ქი­ა­ში ირი­ცხე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად, არ ვი­ცით, მაგ­რამ ბორ­ჯომ­ში ხში­რად იყო, მამა აქა­უ­რი ჰყავს. ლე­ვან­თან და მის მე­გობ­რებ­თა­ნაც ახ­ლობ­ლობ­და და მათ­თან ხში­რად ვხე­დავ­დით. ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ამ­გვა­რი კონ­ფლიქ­ტი მოხ­დე­ბო­და და ასე­თი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და“, – ამ­ბობს Ambebi.ge-ს რეს­პონ­დენ­ტი.

ამბები