მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ნახევარ მილიონ შემთხვევას გადავაჭარბეთ. მილიონ მოსახლეზე დაავადების მხრივ ევროპაში პირველ სამეულში ვართ. ასევე, მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილების რაოდენობითაც ლიდერებში ვიმყოფებით. საწოლფონდი გადავსებულია. აღარც მედპერსონალის რაოდენობა არის საკმარისი და აღარც ტექაღჭურვილობა. რეალურად კატასტროფის წინაშე დავდექით.
მიუხედავად ჩემი კატეგორიულად ნეგატიური დამოკიდებულებისა ტიკარაძის და იმ სამი ვაჟბატონის მიმართ, უნდა ვაღიაროთ, რომ შექმნილი სიტუაცია ჩვენი დაუდევრობის შედეგიც არის.
ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. ახალგაზრდებიც. ფეხმძიმე ქალებიც. შევეცადოთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და საკუთარ თავსაც. მოვერიდოთ კაფე-რესტორნებს. ვიაროთ პირბადით. ორჯერ აცრილი ყველგან პირბადით დავდივარ. გაესაუბრეთ მათ, ვინც კოვიდი გადაიტანა. უმძიმესი დაავადებაა.
მეტი სიფრთხილე, ხალხო!”

