“მანანა კვარაცხელია მადრიდში რეკავდა და ყალბ კოვიდ პასპორტებს უკვეთავდა” – რატომ დააკავა 7 პირი სუსმა

"მანანა კვარაცხელია მადრიდში რეკავდა და ყალბ კოვიდ პასპორტებს უკვეთავდა" - რატომ დააკავა 7 პირი სუსმასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თაღლითური დაჯგუფების სქემა გაშიფრა და 7 ადამიანი ყალბი კოვიდ პასპორტების დამზადებისთვის დააკავა. დაკავებული ოთხი პირი საქართველოს მოქალაქეებისგან კოვიდ პასპორტების დამზადების სანაცვლოდ, 350 ევროს იღებდა.

დაკავებულია კიდევ 3 პირი, რომელიც იგივე სქემით მოქმედებდა და ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს 400 ლარად ყიდდა.

სამოქმედო სქემა “კურიერმა” გაშიფრა. ჯგუფს მანანა კვარაცხელია ხელმძღვანელობდა, სწორედ ის ავალებდა მადონა ლაშხიას, ირინე არჩვაძესა და ესმა პაპავას მსურველების მოძიებას. მას შემდეგ, რაც დაჯგუფების სამი წევრი საქართველოს დატოვების მსურველს იპოვიდა, მანანა კვარაცხელია მადრიდში რეკავდა და ყალბ კოვიდ პასპორტს უკვეთავდა.

პირი, რომელიც ყალბ კოვიდ პასპორტებს ამზადებდა, არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს ესპანეთში. ის დაკავებული არ არის. სწორედ მას უკავშირდებოდა მანანა კვარაცხელია.

გზავნილი საქართველოში ფოსტის დახმარებით ჩამოდიოდა.

მანანა კვარაცხელიას დაჯგუფების წევრი იყო ესმა პაპავა, რომელიც პანდემიის დროს გახსნილ რუხის კოვიდ კლინიკაში ექთნად მუშაობდა.

4 ქალს დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

რუსთავი 2