მანქანა საზამთროს ჯიხურთან მამა-შვილს დაეჯახა – ავარია კახეთში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

სოფელ ჭანდარში გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა.

შედეგად 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით „ჯეოჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

იპნ