მასობრივი სროლა თბილისში გმირთა მოედანზე

მასობრივი სროლა თბილისში გმირთა მოედანზესროლა და მასობრივი დაპირისპირება იყო დედაქალაქის ცენტრში.
შემთხვევა გმირთა მოედანზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
ფიზიკურ დაპირისიპრებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. ფაქტს “ნიუპოსტის” კორესპონდენტი შეესწრო, მისი ინფორმაცით, შემთხვევა სავარაუდოდ სპონტანურ ხასიათს არ ატარებდა.

ადამიანთა დიდმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა რამდენიმე ადამიანზე. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია, ვინ განახორციელა გასროლა.

ადგილზე ოპერატიულად მოხდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ერთეული ეკიპაჟის მიბილიზება, თუმცა სამართალდამცავების გამოჩენას დაპირისპირებულ მხარეებზე გავლენა არ მოუხდენია, სანამ პოლიციელთა რაოდენობა საგრძნობლად არ გაიზარდა.

ნიუპოსტი