მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის მთავრობის სსიპ-ის, პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს უფროსი დააკავა.
ირაკლი დარცმელიას ბრალად ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, აღნიშნული სსიპ-ის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, სსიპ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს შპს “მედერსა“ და ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ შორის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის “დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე, 2020 წლის 31 დეკემბერს, ა(ა)იპ “სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ შპს ,,მედერის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანში – 116.460.09 ლარი, ტრანშის მიზნობრივად გახარჯვის დასადასტურებლად ბენეფიციარი ვალდებული იყო სააგენტოში წარედგინა ბანკის მიერ დამოწმებული დოკუმენტი თანადაფინანსების თანხის, კერძოდ, 31.325 (116.460.09 ლარის ექვივალენტი) ევროს პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ.
2021 წლის 17 თებერვალს, ა(ა)იპ “სოფლის განვითარების სააგენტოში“ ბრალდებულის მიერ წარდგენილი იქნა მის მიერვე დამზადებული, ყალბი საგადახდო დავალება, რომლითაც თითქოს შპს ,,მედერის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31.325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
ა(ა)იპ “სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ შპს “მედერის” საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116.460.09 ლარიდან 2021 წლის 4 და 6 იანვარს, ორ ტრანშად, 84.000 ლარი გადაირიცხა ბრალდებულის მეგობრის საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით “მომსახურების საფასური“.
ამ უკანასკნელმა კი 29.000 ლარი და 52.000 ლარი გადარიცხა ი.დ-ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე. ბრალდებულმა კი მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან და შეიტანა სხვა ბანკში არსებულ მის პირად ანგარიშებზე, და ასევე, “აჭარაბეთის” ანგარიშზე.
გამოძიებამ სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოავლინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ირაკლი დარცმელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 აგვისტოს შეეფარდა.
ფორმულა

