პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დღეს თუ 43%-ს ვერ იღებს და პრობლემა შეექმნა, ეს პრობლემა მას შეუქმნა არა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, არამედ გახარიამ.
– რომ გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები, აქ არ ვგულისხმობ, ცხადია, ივანიშვილს, დიდად იქნებიან მოხარულები გახარიასთან კოალიციით, რასაკვირველია, ეს ასე არ არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” ეცდება რიგგარეშე არჩევნები არ დანიშნოს. თუ იძულებული იქნება, მიუხედავად ყველაფრისა მაინც დანიშნოს, მაშინ გახარიას პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმებს მიიღებს.
– გახარიას ამ არჩევნებში რისი შანსი ექნება?
– ეს ადგილობრივი არჩევნები იქნება გადამოწმება, თუ რა შეუძლია რეალურად გახარიას სამომავლოდ. შემდეგ უკვე, რა შეუძლიათ ერთად გახარიასა და “ქართულ ოცნებას”.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა