ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის მეოთხე სართულიდან, პაციენტი გადახტა. 70 წლის კაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა გუშინ, 15 აგვისტოს გვიან ღამით, ის მეოთხე სართულიდან გადმოხტა.
მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
“ორი დღის შემოსული იყო პაციენტი, მიზეზი უცნობია, რატომ გადახტა”,- ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი გოგიტა ბაბუნაშვილი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 70 წლის მამაკაცს ცოტა ხნის წინ შვილი დაეღუპა.

