რაჭაში 22 წლის ბიჭი ვალის გამო დაჭრეს

რაჭაში 22 წლის ბიჭი ვალის გამო დაჭრესრაჭაში 22 წლის ბიჭი დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალგაზრდას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ, 21 აგვისტოს, ამბროლაურში მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი მევალეა, თავდამსხმელებს კი მისი ვალი აქვთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, დაჭრაში ბრალდებულის დაკავების მიზნით კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.