როგორ მოქმედებს კოვიდის ვაქცინა სპერმაზე და გადადის თუ არა კოვიდი სქესობრივი გზით

როგორ მოქმედებს კოვიდის ვაქცინა სპერმაზე და გადადის თუ არა კოვიდი სქესობრივი გზით“თუ თქვენ ხართ იმ მამაკაცებს შორის, რომელიც კოვიდ ვაქცინაზე უარს სპერმაზე შესაძლო ზიანის მიყენების გამო ამბობთ, ამ მოსაზრებაზე სამუდამოდ უარი თქვით” – ასე ეხმაურება სიენენი ანტივაქსერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ნაყოფიერებაზე უარყოფითად მოქმედებს.

“სპერმის რაოდენობა და ხარისხი ჯანმრთელ ახალგაზრდებში არ შემცირებულა ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც JAMA-ში გამოქვეყნდა.

”ჩვენ ახლა გვაქვს მტკიცებულება, რომლითაც დარწმუნდებით, რომ იმუნიზაცია სპერმის რაოდენობას საფრთხეს არ უქმნის,”- განაცხადა დოქტორმა დევიდ კოენმა, ჩიკაგოს ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორმა.

კორონავირუსი არ არის სქესობრივი გზით გადამდები.

”ეს არის დამამშვიდებელი მონაცემი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ სპერმის ხარისხი მნიშვნელოვნად არ იცვლება ვაქცინაციით. ვიმედოვნებ, რომ ეს გარკვეულწილად დაამშვიდებს ნებისმიერ მამაკაცს, ვინც შეიძლება სპერმის ხარისხზე ფიქრობდეს,”- ამბობს დოქტორი პეისი.

კვლევაში გამოყენებული იყო 25-დან 31 წლამდე 45 მამაკაცის სპერმის ნიმუში, კვლევაში მონაწილე მამაკაცებმა წინასწარი სკრინინგი გაიარეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ ნაყოფიერების პრობლემები არ ჰქონდათ.

“ჩვენ ახალგაზრდა, ჯანსაღ მამაკაცების სპერმის პარამეტრებში ცვლილებები ვერ ვიპოვნეთ, რომლებიც ვაქცინა გაიკეთეს.” – ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი რანჯიტ რამასამი.

პრაიმ ტაიმი