რუსთავში რამდენიმე წუთში 2 მაღაზია გატეხეს

რუსთავში რამდენიმე წუთში 2 მაღაზია გატეხესრუსთავში რამდენიმე წუთის განმავლობაში 2 მაღაზია გაქურდეს.

ჯერ ქუთაისის ქუჩაზე გაქურდეს სუპერმარკეტი “იბერია”. სამმა პირმა მაღაზიაში კარის დაზიანების შემდეგ შეაღწია და 30 წამში სალაროების გატანა მოასწრო.

ცოტა ხნის შემდეგ იგივე ჯგუფმა უკვე ტაშკენტის ქუჩაზე ქსელური აფთიაქი იგივე მეთოდით გაქურდა.

ადგილზე დროულად მივიდა კრიმინალური პოლიცია.

სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე რამდენიმე არასრულწლოვანი დააკავეს და გამოკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს.

ინფორუსთავი