საბურთალოზე ბიძამ დისშვილი დაჭრა

საბურთალოზე ბიძამ დისშვილი დაჭრაცოტა ხნის წინ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ოჯახური კონფლიქტი მოხდა, რომლის დროსაც ბიძამ საკუთარი დისშვილი, 17-18 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ეზოში ყვირილით გამოვარდა და შველას ითხოვდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფოს ბრიგადაც.

ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება 11 პრიმა 104-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.