სალომე სიგუა – “ვინც მწყევლა, მაფურთხა და სისხლისმსმელი მეძახა, ვწუხვარ მათ გამო”

სალომე სიგუა - "ვინც მწყევლა, მაფურთხა და სისხლისმსმელი მეძახა, ვწუხვარ მათ გამო"სალომე სიგუამ ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ქორწილის ფოტოების 2 დღის წინ გამოქვეყნებამ სოციალურ ქსელში დიდი ფორიაქი გამოიწვია. განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხარდამჭერებში.
ეს არ იყო 2 დღის წინ, ან 2 კვირის წინ ჩატარებული ცერემონია. მხოლოდ და მხოლოდ ფოტოები გავხადე საჯარო 2 დღის წინ.
ვწუხვარ ყველას გამო, ვისაც არ ეყო გონიერება დაფიქრებულიყო და პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა ეს ფოტოები. ვწუხვარ ყველას გამო, ვინც შეძლო და მწყევლა, მაგინა, მაფურთხა, მკვლელი და სისხლისმსმელი მეძახა.
განვმეორდები – ეს არ იყო 2 დღის წინ გადახდილი ქორწილი! არც 2 კვირის წინ! ის ადამიანები კი, ვინც ამ ფოტოებში იხილეთ, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები არიან და მე ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვირჩევ!”

მისი ქორწილის ფოტოები სალომე სიგუამ ფეისბუქში გვერდზე 23 აგვისტოს გამოაქვეყნა.